logo

“საერთაშორისო სადგური” დედამიწაზე

ავტორი: ულვია შაჰინ ქარიმოვა

თბილისში სწავლის დაფინანსების შესახებ რომ გავიგე, ჩემს თავს ვკითხე - გაგვიჭირდება ახალ ქვეყანაში ცხოვრება, თუ არა? დიდხანს ვმერყეობდი ამერიკის საელჩოში საბუთების შეტანაზე. თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ნიშნავდა, რომ მე და ჩემს გოგონას ახალი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა დაგვეწყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილისთვის სახლიდან მოშორებით ყოფნა მარტივი არ იქნებოდა.

diary-image

ერთ-ერთი სარეკომენდაციო წერილი ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა ელჩინ შიხლიმ დამიწერა. ბატონი შიხლი გამოცემა „აინას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. ჩემი ფიქრები მას გავუზიარე. დამამშვიდა და მითხრა: „ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.“ ზუსტად ისე მოხდა, როგორც მითხრა. მე და ჩემს გოგონას, ზარას, თბილისი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. ზარას არც მეგობრების პოვნა გაუჭირდა სკოლაში და თბილისიც ბაქოსავით შეუყვარდა.

რამდენიმე თვე თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე ვცხოვრობდით. მერე, ზარას სკოლასთან ახლოს რომ ვყოფილიყავით, მარჯანიშვილზე გადავედით. თავისი მრავალფეროვნებით ეს უბანი ყველაფრისგან განსხვავებული აღმოჩნდა. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია თბილისში. მე მხოლოდ ნაწილზე გიყვებით. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, მჯერა, ეს ადგილი ისევე შეგიყვარდებათ, როგორც მე.



ფოტოების გადაღებას მარჯანიშვილის მეტროსთან მდებარე ქუჩით ვიწყებთ. აქ ყოველთვის ბევრი ხალხი და ბევრი მანქანაა. მეტროს წინ მცირე მოვაჭრეები დგანან. მარჯანიშვილის მეტრო-სადგური 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სახელი დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის საპატივსაცემოდ ეწოდა.

diary-image diary-image

მეტროდან რამდენიმე მეტრში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაა. რუსები სალოცავად აქ ყოველდღე მოდიან. ლოცულობენ მაშინაც, როცა ეკლესიას ჩაუვლიან ხოლმე. ფოტოების გადასაღებად მისულს, ადგილზე ბევრი ხალხი დამხვდა. ბავშვებიც მოეყვანათ.

1864 წელს აგებულ ამ რუსულ ეკლესიას რამდენიმე შთამბეჭდავი მოხატულობა ამშვენებს, მათ შორის მარიამ მაგდალინელის, წმინდა ნინოსა და წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებები. სხვა წმინდანებს შორის იპოვით წმ. შიო მღვიმელის ხატსაც.

კვირა დღის პირველი საათია. რუსები სალოცავად მოვიდნენ.

diary-image diary-image diary-image diary-image

45 წლის გიორგი გოგოლაძე ამ უბნის მოსახლეობისთვის დღეში 80 ცალ შოთს აცხობს. თონე აქ სამი წლის წინ მოაწყო და მარტო მუშაობს.

diary-image diary-image diary-image diary-image diary-image diary-image diary-image

მარჯანიშვილზე ხილ-ბოსტნეულის სახელდახელოდ მოწყობილ უამრავ მაღაზიას შეხვდებით. მოვაჭრეების უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. 51 წლის ლალა რასულოვა მათგან ერთ-ერთია. თავად საბურთალოზე ცხოვრობს, თუმცა აქ თავის შვილებთან ერთად მუშაობს. შვილები საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ლალა თქმით, მის მაღაზიას ყოველდღე ბევრი სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის ადამიანი სტუმრობს.

diary-image diary-image diary-image diary-image

მაღაზია „ანკარა“ იორდანელ არაბებს ეკუთვნით. მაღაზიის კონსულტანტები ჰიჯაბს ატარებენ. მაღაზიაში ფოტოების გადაღების უფლება არ მომცეს. ვერც მოლარეები გადავიღე. ძალიან კონსერვატიული ხალხია.

ამ უბანში უამრავ თურქულ რესტორანს იპოვით. რესტორანი ანკარა ერთ-ერთია. შეფი აჰმედ აიდემირი თურქულ საკვებს ამზადებს.

diary-image diary-image diary-image

„ხინკალოში“ ქართველებთან ერთად, რუსებიც მუშაობენ. ყოველდღიურად აქ ასობით პელმენი და ხინკალი მზადდება.

diary-image diary-image diary-image diary-image

მარჯანიშვილის ქუჩას ყოველდღიურად ასუფთავებენ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის არიან ქართველები, რუსები, და სომხები.

diary-image diary-image

მარჯანიშვილის ერთ ქუჩაზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ, რუსულ და სომხურ ეკლესიებს დაინახავთ. მეტროდან ოდნავ მოშორებით პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკური ეკლესიაა. ბაროკოს სტილის ეს შენობა 1877 წელს აშენდა, ძმები ზუბალაშვილების ინიციატივით. ეკლესიის მრევლი რუსებს, სომხებს, ქართველებსა და დასავლელ ექსპატებს აერთიანებს.

diary-image diary-image diary-image diary-image

37-ე სკოლა მარჯანიშვილის უბანში ერთადერთია, სადაც სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები დადიან. აქ ნახავთ აზერბაიჯანელ, თურქ, სომეხ, რუს, ჩინელ და ქართველ მოსწავლეებს.

diary-image diary-image diary-image diary-image diary-image diary-image

ზარა და ვართანიანი სკოლიდან სახლისკენ მომავალ გზაზე მარჯანიშვილის მეტროს ერთად მიუყვებიან.

diary-image diary-image diary-image

ახალგაზრდებისა და ტურისტების საყვარელი გასართობი სივრცე „ფაბრიკაც“ მარჯანიშვილზეა. აქ იპოვით ბარებს, ჰოსტელებს და საერთო სამუშაო სივრცეებს.

diary-image diary-image

გუმბათოვანი შენობები.

diary-image diary-image

ამ უბანში ბევრ ისტორიულ შენობას დაინახავთ, თუმცა კარგად თუ დააკვირდებით, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებსაც მოკრავთ თვალს.

diary-image diary-image diary-image diary-image diary-image

თუ სამხრეთ კავკასიაში ისეთ სივრცეს ეძებთ, რომელიც სხვადასხვა კულტურას აერთიანებს, მარჯანიშვილი ზუსტად ეგ ადგილია. ადამიანები აქ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთის მაინც ესმით. ტოლერანტობას სამხრეთ კავკასიის მასშტაბით საქართველოში იპოვით. მთელს მსოფლიოს, და მათ შორის საქართველოს, სიმშვიდესა და სიყვარულს ვუსურვებ.