Chai Khana media.code

მედია და ციფრული წიგნიერების ინიციატივა
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში

პროექტის შესახებ

Chai Khana media.code ციფრული და მედიაწიგნიერების ინიციატივაა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებით დაზარალებული ახალგაზრდებისთვის. ამ საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა 50 ახალგაზრდას აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, და შიდა ქართლის იმ სოფლებიდან, სადაც დღეს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ოჯახები ცხოვრობენ. პროექტის მიზანი იყო, ერთი მხრივ, დაგვენახა რა იციან ახალგაზრდებმა მედიისა და ციფრული წიგნიერების მიმართულებით სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში, და მეორე მხრივ, ცოდნის ეს დანაკლისი შეგვევსო. ... სრულად ნახვა გაგვეზიარებინა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ მედია უსაფრთხოდ. რა ინსტრუმენტები არსებობს და როგორ მუშაობს ისინი. Პროექტი სამ ეტაპს მოიცავს:

  • საჭიროებების კვლევა და კონსულტაციები სამიზნე ჯგუფებთან.

  • ინტენსიური ტრენინგები, რომლებიც დაეფუძნა მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესორის რენე ჰობსის სწავლების ხუთკომპონენტიან მოდელს - წვდომა > ანალიზი > შექმნა > რეფლექსია > მოქმედება.

  • ინდივიდუალური მედია პროექტები, რომლებიც მონაწილეებმა ტრენინგების დასრულების შემდეგ შექმნეს. მედიაპროექტები რეფლექსიაა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე. ისინი ეფუძნება ნამდვილ ისტორიებს, უმეტესად კი, პირად გამოცდილებებს.
    აღსანიშნავია, რომ პროექტები მოხალისეობრივ ნიადაგზე შეიქმნა.

პროექტი მოიცავს პერიოდს 2020 დეკემბრიდან 2022 წლის იანვრამდე. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის ავტორი.

კონფიდენციალურობის მიზნით, არ ვაქვენებთ პროექტის ავტორების სახელებსა და გვარებს.

eu-undp

მონაწილეთა პროექტები

Chai Khana media.code-ის ფარგლებში შექმნილი მედია-პროექტები აერთიანებს ფოტო, აუდიო და ტექსტურ ისტორიებს. რეგიონის ეთნიკური კონფლიქტების უხილავ კვალზე ის ახალგაზრდები გვიყვებიან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის შედეგები.

“საერთაშორისო სადგური” დედამიწაზე

ავტორი: ულვია შაჰინ ქარიმოვა


აზერბაიჯანელი სტუდენტი ულვია ქარიმოვა თბილისის ძველ უბანში, მარჯანიშვილზე, შვილთან ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს. ამ ფოტორეპორტაჟს ის მრავალფეროვნების იდეას უძღვნის, რომელსაც ამ უბანში მცხოვრები ქართველები, თურქები, აზერბაიჯანელები, არაბები, სომხები, და რუსების თანახცხოვრება ქმნიან.

მეგობრობა

ავტორები: სალომე ქეცბაია, თეონა ახალაია


სალომეს და თეონას მეგობრობის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ საზღვრები და შეზღუდვები მხოლოდ ადამიანების მიერ გამოგონილი ცნებებია. ეს აუდიო-დიალოგი გვიყვება გალში მათი დამეგობრების ისტორიას, თინეიჯერობის იმ ეტაპზე, როდესაც არავის და არაფერს ენდობი.

„ომის ჭრილობა ყველას ერთნაირად სტკივა”

ავტორი: საკინა ჰანიმ მამადოვა


“ამით დანგრეულ სახლს კიდევ ააშენებ, თუმცა ადამიანებს უკან ვეღარ დააბრუნებ. ომი ჭრილობებს ყველას გულში ტოვებს” - სომეხი ფოტოგრაფის არტურ ვართანიანის ეს სიტყვები მთავარი გზავნილია ყარაბაღის კონფლიქტით დაზარლებული სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის. საკინა მამადოვას სტატია უფრო ვრცლად გვიყვება მშვიდობის მხარდამჭერებზე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ისინი, ვინც დაივიწყეს

ავტორი: ლოლიტა გოგოხია, გურამ მაქაცარია


ირაკლი 4 წლის იყო, როდესაც მშობლებთან და უფროს დასთან ერთად, აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო საქართველოდან რუსეთში გაიქცა. განდევნას ახალ და უცხო საზოგადოებაში ინტეგრაციის სირთულეები მოჰყვა. Ეს ტექსტი დევნილობის მუმდივ განცდაზე გვიყვება და გვიჩვენებს მისი ერთ-ერთი წევრის თვალით დანახულ სირთულეებს.

დაბრუნება გალში

ავტორი: ანონიმური


კოვიდ-პანდემიამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. საზღვრების ჩაკეტვამ ორმაგად დააზარალა ის ადამიანები, ვისაც გადაადგილება დიდი ხნის წინ დაწყებულმა პოლიტიკურმა, თუ ეთნიკურმა კონფლიქტებმა შეუზღუდა. 2020 წლის მარტში სამეგრელო-აფხაზეთის გამყოფი ენგურის ხიდი განუსაზღვრელი დროით ჩაკეტეს. ეს ჩანაწერი, გალელი სტუდენტის გამოცდილებაზე დაყრდნობით აღწერს ხიდის გავლით ოჯახებში დაბრუნების სირთულეებს.

აბიტურიენტობა გალში

ავტორი: ანონიმური


უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის მზადება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდია მოზარდებისთვის. ემოციურად და რაციონალურად, მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გრაფიკული დიზაინისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ შექმნილი ეს კომიქსი გვიყვება გალელი აბიტურიენტების გრძელ და საფრთხის შემცველ გზაზე, რომელსაც ისინი საკუთარი სახლებიდან უნივერსიტეტის კარამდე გადიან.

პროექტი ციფრებში

img-1

მონაწილეთა რაოდენობა

პროექტში სულ 50-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილება. მათ შორის იყვნენ:

  • ჟურნალისტები
  • გრაფიკული დიზაინერები
  • სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების კურსამთავრებულები
  • სტუდენტები
  • სკოლის მოსწავლეები
img-2

გეოგრაფია

მონაწილეები შემოგვიერთდნენ შემდეგი გეოგრაფიული ზონებიდან:

  • გალი
  • სოხუმი და მიმდებარე სოფლები
  • გულრიფში
  • შავშვები
  • ქვემო ნიქოზი
  • დირბი
  • დვანი
  • ცხინვალი და მიმდებარე სოფლები
  • სომხეთი
  • აზერბაიჯანი
img-3

თემები

ინტენსიური ტრენინგები მიზნად ისახავდა ციფრული და მედიაწიგნიერების შემდეგი კომპეტენციების განვითარებას:

  • მობილური რეპორტინგი
  • ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია
  • პოდკასტის წარმოება
  • ციფრული კომუნიკაციების მართვა
  • ციფრული ჰიგიენა
  • ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები
  • ფეისბუქის ანალიზი
  • არაძალადობრივი კომუნიკაციის საფუძვლები
  • YouTube არხის მართვის საფუძვლები
  • მუსიკის თეორია და პრაქტიკა
logo

რეფლექსია

იზა ღამბაშიძე

17 წლის

შავშვების დევნილთა დასახლება

“მედიაწიგნიერების ეს ხუთდღიანი პროგრამა ჩემი პირველი და სერიოზული პროექტი იყო არაფორმალური განათლების კუთხით. იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენთან და საინტერესო მენტორებთან გავატარე, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია და კარგი გამოცდილება მივიღე...პროექტის განმავლობაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც გამოვიყენებ. ამ პროექტმა ბევრი მიმართულებით გამიკვალა გზა. მაგალითად, პროექტებში, რომლებშიც ახლა ვმონაწილეობ, თქვენთან მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან მეხმარება. გავიარე კომპიუტერული უნარების კურსი და ასე თუ ისე, მედიაწიგნიერებასთან და ზოგადად, სოც. მედიასთან დაკავშირებულ თემებსაც შევეხეთ. ვერ აღვწერ ისეთი კარგი შეგრძნებაა, როდესაც ამა თუ იმ თემაზე წარმოდგენა უკვე გაქვს და შემდგომში ამას იყენებ კიდეც სხვადასხვა დავალებებსა თუ კომუნიკაციაში. რომ მკითხონ, რა იყო ამ ზაფხულის საუკეთესო მოგონება, დაუფიქრებლად ვიტყვი - mediacode2021!”

რეზო ტურაშვილი

19 წლის

შავშვების დევნილთა დასახლება

“ამ პროექტმა მომცა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გავიცანი ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ და გავატარე დაუვიწყარი დრო. გარდა ამისა, პროექტის მანძილზე შეხება მქონდა ისეთ პრაქტიკულ თემებთან, რომელიც ყოველდღიურობაში მადგება, მობილური ფოტო და ვიდეოგრაფია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დღეს უფრო კრიტიკულად ვუყურებ, ვიდრე აქამდე. ბევრი რამ გავიგე კიბერუსაფრთხოებაზე. Მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ამ პროექტზე”

ლიკა მოშიაშვილი

ციფრული კომუნიკაციების ტრენერი

„ ახალი ტექნოლოგიების ცოდნა და მედიაწიგნიერება ეს არის შესაძლებლობა, რომელიც სამომავლოდ კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.“

ლილი ფულარიანი

სოციალური მედიის პლატფორმების მართვის ტრენერი

„მგონია, რომ ამ პროექტს მასში მონაწილე მოზარდებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. მათ აქ თანამედროვე კომუნიკაციის ყველა ის ტექნიკა თუ ფორმა აითვისეს, რომელიც საკუთარი იდეების გარშემო მხარდამჭერების მოძიებაში, ხოლო მოწინააღმდეგეების მხარდამჭერად ქცევაში დაეხმარება“.

გურამ წიბახაშვილი

ფოტოგრაფიის ტრენერი

“სამწუხაროა, რომ პროექტი დასრულდა, თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ორი თვალსაზრისით: ერთი, რომ ეცნობი ახალ ადამიანებს, რომლებსაც შენთან მოაქვთ თავისი სამყარო და მეორე, ეს არის კარგი საშუალება ელაპარაკო მათ და გადასცე ის, რაც შენი ცოდნით და გამოცდილებით შენ თვითონ როდისღაც შეიძინე. ამას ისინი ,ალბათ, სკოლაში ვერ ისწავლიან”.

მაკა პეტრიაშვილი

კიბერუსაფრთხოების ტრენერი

“პროექტი, როგორც ფორმატის, ისე შინაარსის თვალსაზრისით იყო ძალიან რელევანტური მედიაწიგნიერების, და რეგიონში მშვიდობის მშენებლობის თვალსაზრისით. Მას აუცილებლად ექნება დადებით გავლენა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესზე’’

გიორგი გოგუა

მულტიმედია ჟურნალისტიკის ტრენერი

“დღევანდელ გარემოში, სადაც სოციალური ქსელი განსაკუთრებით პოპულარულია და ინფორმაციის დიდ ნაკადში რთულია გაარჩიო ზუსტი და არაზუსტი ინფორმაცია, მედიაწიგნიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, გაიაზრონ მედიაწიგნიერება, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, ზრდის შანსს, მომავალში უკეთესი მედიაგარემო მივიღოთ. ეს პროექტი, ჩემი აზრით, სწორედ ამას ემსახურებოდა და კიდევ უფრო საინტერესო გახდებოდა, თუ Training of Trainers მიმართულება მიეცემოდა, რომ ახალგაზრდებმა თავად შეძლონ გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის მათთვის კომფორტულ გარემოში”