მეგობრობა

ავტორები: სალომე ქეცბაია, თეონა ახალაია

სალომე: საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი ვიყავი და თითქმის მთელ დღეს მეგობრებთან და კლასელებთან ლაპარაკში ვატარებდი, ის დრო რომ ამენაზღაურებინა, რაც დამაკლდა. მათთან საუბარში ერთი და იგივე გვარი ხშირად გაჟღერდა. იგივე სახელი და გვარი სხვებისგანაც გამეგო, ყოველთვის დადებით კონტექსტში. მოხდა ისე, რომ ამ გოგოს დაუსწრებლად უკვე ვიცნობდი. მერე ნომერიც გავიგე და დავურეკე.

თეონა: ერთ საღამოს, მახსოვს სამზარეულოში ვიყავი, თეფშებს ვასუფთავებ და რეკავს მობილური. უცხო ნომერი იყო, რამაც ოდნავ ამაფორიაქა. ყურმილი ავიღე და ვიღაცა ამბობს: „გამარჯობა, „თეონას ველაპარაკებიო?“. „დიახ, მეთქი, შენ ვინ ხარ, საიდან გაქვს ჩემი ნომერი-მეთქი?, „შენი გაცნობა მინდაო“-მეუბნება, თან გოგოა. უცნაურად მომეჩვენა, თან ტონიც რაღაც იმპერატიული ჰქონდა.

სალომე: დღესაც არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა მასთან დარეკვა, რადგან მსგავსი რამე არ მჩვეოდა. დავურეკე და მიპასუხა. „თეონა ხარ?“, - კი, რომელი ხარ?“. კითხვაზე კითხვით მიპასუხა და აქ უკვე გამოჩნდა მისი ბობოქარი ხასიათი.

თეონა: ვიფიქრე, ალბათ, ისევე რაღაც ჩხუბი მოხდა და მე დამირეკეს მეთქი. იმ დროს ძალიან შარიანი ვიყავი. უსამართლობას ვერსად ვეგუებოდი. ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ საერთო ბევრი გვქონდა. აღმოჩნდა, რომ მეგობრებიც საერთო გვყავდა. სალომე ყოველ საღამოს მირეკავდა. იმ პერიოდში ახლო მეგობრობის არ მჯეროდა. იმედგაცრუებული ვიყავი. ბიჭებთან უფრო ვმეგობრობდი. სალომეც ჩემნაირი ყოფილა. სანამ სალომე დამირეკავდა, მახსოვს 15 წუთით ადრე დედას ვესაუბრებოდი მეგობრობაზე, სკოლაზე და ვეწუწუნებოდი, „მგონი არასდროს მეყოლება ისეთი ადამიანი გვერდით, რომელიც მეგობარზე უფრო მეტი იქნება. მაშინ დედამ მითხრა „ნუ ჩქარობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. აუცილებლებად შეგხვდება ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაფერი იქნებაო. უბრალოდ დრო უნდა და მოიცადეო. ამ დროს ტელეფონმაც დარეკა. სალომე იყო.

სალომე: „არ მიცნობ, მაგრამ მინდა გაგიცნო“ - ეს სიტყვები ვუთხარი თუ არა, დიდი პაუზა იყო. ეს სიტყვები ძალიან ბედნიერმა ვუთხარი. ამ დუმილით ვისარგებლე და რაც მასზე ვიცოდი, იმის მოყოლა დავიწყე. მიხვდა რომ უკვე ბევრი რამე ვიცოდი. დაინტერესდა, ვინ ვიყავი ან რატომ ვიცოდი მასზე ამდენი. მოკლედ მოვუყევი ჩემზე ყველაფერი. ჩემი უსინათლობის ამბავი შეგნებულად დავუმალე. ბოლოს რაღაცაზე გავეხუმრე. ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს , წლების ნაცნობობა გვაკავშირებდა.

თეონა: ამ ზარმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

სალომე: მას მერე ერთად ვართ. შეხვედრით კი, როგორც მახსოვს, 1-ელ სექტემბერს შევხვდით ერთმანეთს მე, თეონა და ჩვენი საერთო მეგობარი,. ჩემთვის „თეონა უძვირფასესი ადამიანია, მეგობარზე მეტი, რომელსაც ვერავინ შემიცვლის.

<<<

თეონა: მოგესალმებით, მე ვარ „თეონა ახალია, 20 წლის, აფხაზეთიდან, ქალაქ გალიდან.

სალომე: მოგესალმებით, მე ვარ ქეცბაია, 20 წლის, აფხაზეთიდან, გალიდან.

თეონა: ახლა რომ ვიხსენებ, იმ პერიოდში ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი. სულ მინდოდა, სულ ვოცნებობდი რომ ისეთი ადამიანი მყოლოდა...უკვე აღარც მჯეროდა რომ კარგი მეგობარი მეყოლებოდა. უკვე ჩემს თავს ვადანაშაულებდი, ჩემში დავიწყე პრობლემის ძიება. ახლა რომ ვფიქრობ, გამიმართლა. სალომე ვიპოვე.

<<<

{გასეირნება კიკვიძის პარკში}

სალომე: როგორც იქნა მოვედით კიკვიძის ბაღში, მე და თეონა, განუყრელად.

თეონა: სულ მინდოდა შენთან ერთად აქ გასეირნება.

სალომე: ჩემთან ერთად?

თეონა: ხო, ხომ გირეკავ ხოლმე საღამოობით. წარმოგიდგენ ხოლმე რომ აქ ხარ, ჩემთან. აქ ისეთი სიმწვანეა, ყველაფერი გამშვიდებს. ქარი რომ ქრის, ისეთი ლამაზია ყველაფერი.

სალომე: ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...ფოთლები მიქრიან ქარ-და-ქარ....

თეონა: ჰოო, ზუსტად ეგაა.

სალომე: ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის...სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ

თეონა: სადა ხარ სალომე, სადა ხარ

სალომე: აუ ძალიან მომეწონა ის შუქნიშანი, აქვე რომ შეგხვდა. საერთოდ, მიყვარს ადაპტირებული გარემო, იქ სადაც უცხოპლანეტელად არ ვგრძნობ თავს.

თეონა: ისე უცხოპლანეტელად გრძნობ თავს?

სალომე: ზოგჯერ კი., მაგალითად, როცა ავტობუსში ადიხარ ხელჯოხით, გაკვირვებულები გიყურებენ.

თეონა: ჰო, მესმის.

სალომე: რაღაცნაირად არ გსიამოვნებს რა.

თეონა: აი, რაღაცებს რომ აღგიწერ ხოლმე, როგორია ეს შენს წარმოსახვაში?

სალომე: აბა, აღმიწერე ახლა სად ვართ.

თეონა: დაროჟკებია...

სალომე: გზები?

თეონა: ხო, გზები, ერთმანეთს უერთდება ცენტრში. შუაში რაღაცები დგას. ტოჩნა ნი ზნაუ. აი უცხოპლანეტელი რომ ახსენე, მაგის „ტარიელკას“ ჰგავს იქით რაღაც.

სალომე: (იცინის) აჰა, ჩემიანი ყოფილა.

თეონა: ძაან სუფთად გამოიყურება ყველაფერი. შეგიძლია პიკნიკიც კი მოაწყო.

სალომე: ვაუ!

თეონა: კი, ახლაც არიან ვიღაცები საპიკნიკოდ მოსულები. ხელჩაკიდებული პარაჩკა.

სალომე: შორიდან მუსიკის ხმაც მესმის.

თეონა: კი, იქ ბავშვების გასართობი (რუსულად ამბობს) მოედანია.

სალომე: ღია ცის ქვეშ?

თეონა: ხო..აი ჩვენს წინ კიდევ რაღაც არის, მგონი არ ფუნქციონირებს. ამერიკაში და სხვა ქვეყენებში რომ არის, ბავშვები რომ მოდიან და მეცადინეობენ, ხო იცი?

სალომე: ააა, კი, მითხრეს მანდ მიდიან და კომპიუტერთან სხდებიანო. ბიბლიოთეკის მსგავსი ღია სივრცეაო.

თეონა: ხო, და თან ჩანს ყველაფერი. სულ მინდა ეგეთი რაღაცა.

სალომე: მაგის უკან არის გადახურული „ბესედკები“ და მაგიდები.

....

სალომე: ეგ არ მომიყოლია? უსინათლოთა დღე იყო და პატარა აქციასავით ჩავატარეთ. ათამდე უსინათლო გამოვედით ავლაბრის მეტროსთან და ხელჯოხებით დავდექით. ამ დროს ვიღაც მოდის და გვეუბნება: ‘ვაჰ, სპორტსმენები ხართ?’. ჩემი ამბავი ხომ იცი? ვერ მოვითმინე. გადავბჟირდი. შეიძლება მოთხილამურეებს მიგვამსგავსა, მარა მაინც რავიცი.

.....

თეონა: სალო, როგორ მოგეწონა ჩემი აღწერილი?

სალომე: იმის გათვალისწინებით, რომ პირველად აღმიწერე სულ სხვა გარემო, მომეწონა. განსაკუთრებით მომეწონა მტირალას ეპიზოდი. ნუ ძალიან მომეწონა, მაგრამ...

<<<

{კიკვიძის პარკი}

თეონა: აუ, ვერ აღგიწერ, იმიტომ რომ არ ვიცი ამის ზუსტი „ნაზვანიე“

სალომე: კარგი, რუსულად?

თეონა: რუსულადაც არ ვიცი რა ჰქვია.

სალომე: შტო ეტა?

თეონა: ტაკიე პავისშიე ძერვია.

სალომე: ააა...პლაკუჩაია ივა? აუუუ!

თეონა: ჰო, ჰო! ივა! ზნაეშ კაკ კრასივა? სიჩას ფატაგრაფირიუ ილი სელფი სძელაუ.

სალომე: რა მაღალი ხარ, გოგო? (იცინის)

თეონა: ახლა იგრძენი ეს სიმაღლე?

სალომე: არა კაცო.

თეონა: აუუ, ახლა იცი რა ლამაზია? ქარმა რომ დაუბერა და დაარხია.

სალომე: პირველად რომ ვნახე, გაოგნებული ვიყავი ხით, რომელსაც ტოტები დაბლა ეზრდება. მერე მითხრეს, რომ ეს „პლაკუჩაია ივაა“. მიყვარს, იცი?!

თეონა: რას გაგონებს?

სალომე: არ ვიცი...ვერ ვიტყვი რომ ჩემს თავს შევადარებდი, მაგრამ რაღაც მომენტებში მიყვარს ძალიან.

თეონა: მე იცი რას მაგონებს? აი, როცა...ვოტ...

სალომე: და თან თუ წყლის ნაპირას დგას, საერთოდ...

თეონა: ადამიანის ცხოვრებას მაგონებს.

სალომე: იცი როგორი ადამიანის? ძალიან დატანჯული ადამიანის.

თეონა: მაგრამ მაინც რომ უნდა იცოცხლოს, მაინც რომ არ ვარდება. თუ ვარდება, მაინც ზევით იწევს.

სალომე: კი, კი, მაინც განაგრძობს ცხოვრებას..

<<<

სალომე: აი, ნახე, აღწერის მომენტში რა არის მნიშვნელოვანი...არიან უსინათლოები, ვინც დაბადებიდანვე უსინათლოა, და ისეთებიც, ვინც მერე დაკარგა მხედველობა. აი, მაგალითად, დაბადებიდან უსინათლომ შეიძლება ფერიც გკითხოს, შეიძლება არც გკითხოს, თუ მისთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამ ხეზე ყვავილები რომ ყოფილიყო, მე მაგალითად თითოეული ყვავილის ფერს გკითხავდი. ასეთი ვარ. ისე კი, კარგად აღმიწერე, განსაკუთრებით ის მომენტი, რომ ხალხი მიყურებდა როგორც „ინაპლანეტელს“, იმიტომ რომ ხშირად ვგრძნობთ ამ მდგომარეობას.

<<<

{კიკვიძის პარკი}

თეონა: აუუ, ნახე რა ლამაზია!

სალომე: მე ნანახი მაქვს. და იცი როგორ მაქვს ნანახი? ამაღლებულ ადგილას, პატარა გორაკზე იდგა ეს მტირალა ხე.

თეონა: გაჩერდი, სელფს ვიღებ...

<<<

თეონა: კიკვიძის პარკში რომ ვსეირნობდით, იქ გაიხსენე ერთი შემთხვევა, როცა შენ და შენს უსინათლო მეგობრებს უცხოპლანეტელებივით შემოგხედეს. თქვენზე სხვა სტერეოტიპებიც მსმენია. მაგალითად, ის რომ უსინათლოებს განსაკუთრებული სმენა აქვთ.

სალომე: (იცინის) კი, მეც ძალიან, ძალიან ბევრჯერ მსმენია ეს და მართლაც რომ სტერეოტიპია. ადამიანი როცა მხედველია, ის ინფორმაციის 70% -ს აღიქვამს თვალით, უსინათლოს ტვინი ამ მიმართულებით არ იძაბება. ინფორმაციას ის მხედველობით არ იღებს, ამიტომ ის მთლიანად გადართულია სმენაზე, მაგრამ რომ შეამოწმო, იგივე სმენა აქვს როგორც მხედველ ადამიანს. უბრალოდ, მისი ტვინი იმდენს არ ხარჯავს მხედველობაზე, რამდენსაც მხედველი, ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რადგან ვერ ხედავს, ე.ი. განსაკუთრებული სმენა აქვსო. ეს ასე არ არის.

თეონა: და უსინათლო ადამიანი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებაო. ამაზე რას იტყვი?

სალომე: უსინათლო ადამიანისთვის საქართველოში დამოუკიდებლად გადაადგილება რთულია, მაგრამ უსინათლო დამოუკიდებლად გადაადგილდება ხელჯოხით. ეს მაშინ არის ადვილი, როცა ქალაქი და ქვეყანა შესაბამისად არის მოწყობილი. ბორდიურებზე მანქანები არ უნდა გხვდებოდეს და კიდევ ათასი ხელშემშლელი ფაქტორი.

თეონა: როგორ იყენებენ უსინათლოები ტექნიკას?

სალომე: ესეც ხშირად უკვირთ. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ხმოვან პროგრამებს, რომელიც ახმოვანებს ყველაფერს. წიგნებსაც ვკითხულობთ, სოციალურ ქსელსაც მოვიხმართ და საერთოდ ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება ეს პროგრამა.

თეონა: განათლებს როგორ იღებენ უსინათლოები?

სალომე: თბილისში არის საქართველოში ერთადერთი უსინათლოთა სკოლა-პანსიონი, სადაც ჩვენ განათლებას ვიღებთ. მეც ეს სკოლა მაქვს დამთავრებული. მანდ ვისწავლე ბრაილის შრიფტი. თავიდან ძალიან რთული მეჩვენებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.. უფრო მაღალ კლასებში ბრაილის შრიფტს ტექნიკა ანაცვლებს, რადგან დღეს უფრო კომპიუტერული ეპოქაა და სწავლა გრძელდება სპეციალური წამკითხველი პროგრამებით. ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რასაც მხედველი აკეთებს კომპიუტერსა და ტელეფონში.

თეონა: უსინათლოს დამოუკიდებელი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეა?

სალომე: კი, სიმართლე გითხრა, სანამ მხედველობას დავკარგავდი , მეც რთულად წარმომედგინა უსინათლოების ცხოვრება. არ არის ეს ასე...უსინათლოს საჭმლის გაკეთებაც შეუძლია, დალაგებაც შეუძლია, გადაადგილებაც შეუძლია, უბრალოდ, სახელმწიფომ ისე უნდა გააკეთოს, რომ ჰქონდეს გადაადგილების საშუალება, თორემ დამოუკიდებლად ცხოვრება უსინათლოსაც შეუძლია. მეც მსმენია სტერეოტიპები უსინათლოებზე, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს, შენ თუ გსმენია რაიმე სტერეოტიპი შენს თავზე, როგორც ადამიანზე, რომელიც უსინათლოსთან მეგობრობს?

თეონა: კი, ბევრჯერ მსმენია. ჩემთვის პირდაპირ არ უთქვამთ, თუმცა მიგრძვნია ურთიერთობაში. უთქვამთ, ალბათ, იმიტომ მეგობრობს, რომ ეცოდებაო. არ მესმის, რაღაცის გამო რატომ უნდა მეგობრობდე ადამიანი ადამიანთან...ცუდი წარმოსადგენია.

სალომე: აი, ხედავ? ეს ისევ და ისევ იმის ბრალია, რომ საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს უსინათლოებზე. მათთვის, რეალურად, ცოტა გაუგებარი და წარმოუდგენელია უსინათლოს დამოუკიდებელი ცხოვრება, განათლების მიღება და ა.შ. უსინათლო არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც უნდა დაეხმარო. არა! უსინათლო ჩვეულებრივი ადამიანია.

თეონა: ვერ იმეგობრებ შეცოდების გამო. მე, პირადად, ამას ვერ ვიზამ. როგორიც გაგიცანი, ისეთი ხარ. იმიტომ არ ვმეგობრობ, რომ უსინათლო ხარ. ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანი ხარ.

სალომე: ამაში განსაკუთრებული არც არაფერია, მესმის იმ ადამიანებისაც, იმიტომ რომ არ აქვთ ინფორმაცია. ცნობადობა დაბალია. ბევრი შშმ პირი იპყრობს ისეთ მწვერვალებს, რომლებსაც მხედველმა შეიძლება ვერ ან არ მიაღწიოს.

<<<

{კიკვიძის პარკი...შორიდან ისმის მუსიკა}

სალომე: ხედავ? მე რომ მოვედი მაგიტომ ჩატარდა ეს კონცერტი.

თეონა: ხოოო...გაგიმართლა. აუუ, წამო ვუყუროთ, მე აღგიწერ...„ია ჟე ტვაი გლაზა, ვსიო ტაკი“

სალომე: დღეს ჩემი თვალები ხარ.

თეონა: დაწყებულა უკვე...აჰ, შემოუღობავთ კიდეც. მოდი ისევ „ივასთან“ წავიდეთ.

სალომე: ტირიფი ჰქვია მგონი, თუ არ ვცდები.

თეონა: ხოო, მტირალა.

<<<

სალომე: „თეონა, მე და შენ ერთ სულს ვიზიარებთ ორ სხეულში.

თეონა: ნათქვამია, რომ მეგობრობა არის ერთი სული ორი ადამიანის სხეულში, და სწორედ ის ადამიანია მეგობარი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის შენი გაჭირვებასა და ლხინში. აი, ზუსტად ლხინშიც რომ შენთან არის, არა მხოლოდ გაჭირვებაში.

სალომე: ადამიანებო, მთელი გულითა და სულით გისურვებთ ისეთი ადამიანის ყოლას გვერდით, როგორიც მე მყავს - „თეონა და მას ვყავარ მე.

diary-image diary-image diary-image diary-image diary-image
logo