ივა ჩიტიძე

მარადია ცაავა

სილვა იოსებაშვილის ბავშვობის მოგონებებს ახლადგამომცხვარი მაცას და ხეხილის ბაღების სურნელი აქვს. ის თითქოს ისევ პატარა გოგოა და ბებოსთან ერთად ქუჩებში დასეირნობს, ჰაერში კი, ცხინვალის სინაგოგასთან ახლოს საცხობი რომ იყო, იმის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს.

ებრაელების ისტორია ზღაპრებში

ეს ფოტოისტორიები საქართველოში მცხოვრებ ებრაელებზე გვიყვება. 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში 24 800 ებრაელი ცხოვრობდა, დღეს მათგან დაახლოებით 4000-მდეა დარჩენილი. მათი პორტრეტები ებრაული თემის მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. ისინი ცხოვრების წესით, რელიგიის მიმართ დამოკიდებულებით, წარსულით და გამოცდილებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამის მიუხედავად, ისინი ერთად ქმნიან და ავითარებენ ქართულ-ებრაული ურთიერთობის უნიკალურ ისტორიას.

როცა ფოტოგრაფი გიორგი როდიონოვი ძველ საოჯახო ალბომთან ცოტა დიდი ხნით შეჩერდა, ოჯახის უცნობი ისტორიის ეპიზოდებს მიაგნო, რომლის ფესვებიც ნაცისტურ გერმანიაში აღმოჩნდა და რომელმაც ორი ქალის ბედისწერა განსაზღვრა. იდენტობის დამალვამ კი, მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა.

"მეხსიერების დარაჯი" არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აუხდა ერთ უბრალო ადამიანს ბავშვობის ოცნება სიბერეში და როგორ გახდა ის პირველი ებრაელი მხატვარი საქართველოში.